„დღეს ვაპირებ დავრჩე კარავში“ – გიგი უგულავა

„თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან დიდია, ამიტომ მე დღეს დავრჩები კარავში“. – პარლამენტის წინ აქციაზე გიგი უგულავამ შეკრებილებს მიმართა, მან თქვა, რომ ღამეს კარავში გაათევს:

„აქ ადამიანები მოდიან თავისი ტკივილით, ეს ადგილი ითვლის უამრავ ისტორიას და პროტესტს, პროტესტს, რომელიც ჩვენი სულიდან ამოდის, ერთ დროს მეც მქონდა ეს სისუსტე, როცა მერი ვიყავი და ვამბობდი, რომ ამახინჯებდა კარავი ქალაქს, მაგრამ აქ იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინც დარჩებით გაიარეთ რეგისტრაცია, აქ იქნება თავისუფალი წერტილი,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები