„რა გარანტიაა, რომ „კახური კლანი“ ნათესაურ „პონტში“ ისევ არ დაფაცურდება“ – კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს

ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ. პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს. ე.წ. კლანური კლანი შეახსენა და გარანტიები მოითხოვა, ისევ ხომ არ დაფაცურდება ეს „კლანი“.

„რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე ვაფრთხილებდი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები და თქვით, რომ გარჩევებიც მქონდაო ამ ხალხთან,  ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და რატომ არ უშვებთ ამ ხალხს სახლში? რა დააშავეს მათ? იყო თუ არა ეს ხალხი „კახური კლანი“? იყვნენ თუ არა ისინი ჩართულები კორუფციულ სქემებში და თუ  იყვნენ ჩართულები, რამდენად ადეკვატურია, რომ სახლში არ უშვებთ ამ ხალხს? იქნებ, მათ სს წესით უნდა ეგოთ პასუხი. ან რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი ისევ გაპრემიერების შემთხვევში, ქართულ ჯიგრულ ნათესაურ პონტში, ისევ არ დაფაცურდება ის ხალხი?“ – მიმართა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან.      

მსგავსი თემები