„მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უკმაყოფილებას გამოხატავს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევით. აქცენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვნელებზე აკეთებს და აცხადებს, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღსადგენია.     

„მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიულ არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მალე აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი. სწორედ ამტომ არიან გასული  კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში, პირველი ჩემი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო ჩვენი  კონსტიტუციური წესრიგი ამ ქვეყანაში, რომ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა, კანონი უნდა აღსრულდეს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.      

მსგავსი თემები