ზაზა სარალიძე კლინიკაში რჩება, მდგომარეობა სტაბილურია

“ინგოროყვას კლინიკის” ექიმის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ცნობილი არ არის როდის გაწერენ მას კლინიკიდან. კონკრეტული პასუხი დამატებითი გამოკვლევების შემდეგ იქნება ცნობილი.

“პაციენტთან დაკავშირებით სახეზეა სისხლში გლუკოზის მომატება, ნორმაზე მაღალ ციფრებში, ასევე, ჰიპოვოლემიური მდგომარეობა, რომელიც კორექცია სჭირდება. პაციენტს ასევე ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები და ამის შემდეგ გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი”, – აცხადებს ექიმი.

ზაზა სარალიძე შეუძლოდ აქციაზე გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე კი სარალიძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

მსგავსი თემები