„გვაქვს რთული სამკუთხედი, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი“ – მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს

„ამ სამკუთხედის გახსნის ერთ – ერთი გზაა ეკონომიკის მიხედვა, მე მგონია, რომ შეზღუდვებს რაც არსებობს უმოკლეს დროში მოხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია სოციალური აფეთქება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით ზამთრის კურორტები გაცილებით რთულ პირობებში არიან, როგორც ბურჯანაძე განმარტავს ბიზნესი ახლა უკვე ორიენტირებულია მომავალი წლის სეზონის ამოქმედებაზე:

„ეს სამი კვირა და ერთი თვე მოსამზადებლად ზამთრის კურორტებისთვის საჭიროა მომავალი წლისთვის, ახალ გუნდს აქვს საშუალება გამოასწოროს სიტუაცია და პრემიერობის კანდიდატს, თუ გადადგმული ნაბიჯი შესაბამისობაში იქნება მოთხოვნასთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის პირველი არის ზამთრის კურორტების გახსნა, არა პირობების სახით არამედ ნორმალურად გახსნა, შემდეგი არის რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, ამით ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობას ლიკვიდაციის მყოფმა ბიზნესმა სუნთქვა შეძლოს,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შოთა ბურჯანაძე იმ ზარალზე საუბრობს რაც სარესტორნო სექტორს მიადგა:

„იმ ხალხის რაოდენობის მსურველთა წასვლას არ ეყოფა გერმანია და საბერძნეთი თუ დროულად არ გავიხსენით, 250 000 ადამიანი დღეს არის უმუშევარი, წარმოიდგინეთ 10 000 ობიექტიდან დღეს მხოლოდ 700 – მდე მუშაობს,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები