„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასსა და ყოფილ პრემიერს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და მეგობრული ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

„ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას. პირიქით, ჯანსაღია ეს და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში“ – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები