„სად არის ბადრი ესებუა ხურჯინით“ – ელისაშვილი გომელაურს

შინაგან

„ბატონო ვახტანგ, სად არის ბადრი ესებუა?“ – ამ კითხვით ალეკო ელისაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.   

,,ბატონო ვახტანგ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, სად არის ბადრი ესებუა, საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყვეთ 500 000 დოლარი? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?“ – მიმართა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მინისტრობის კანდიდატს.

როგორც გომელაურმა ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია.

„არ ვიცი ბატონო ალეკო რამდენად ერკვევით ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში, კარგად ჩატარდა თუ ცუდად, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, მე ამაში ძალიან კარგად ვერკვევი. ძალიან ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია, ჩავარდნილი შეიძლება არის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული არ არის. თავად ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული“ – უპასუხა გომელაურმა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ოპერაცია წარმატებული იმიტომაც იყო, რომ არავინ დაშავებულა.

,,მე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3 თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია“ – აღნიშნა გომელაურმა.

მსგავსი თემები