„ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად“ – ელისაშვილი ღარიბაშვილზე  

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კობინეტის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. როგორც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მთავრობის მეთაურობის კანდიდატს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგანაც ის ყველაზე მოძულე ადამიანია.

“ძალიან ფეთქებადსაშიში ვითარებაა ქვეყანაში. ქვეყანა გაგლეჯილია ორად, ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გადალაგებული და პირდაპირ საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების. ამ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, ოპოზიციის მოძულე და კონფტრონტაციული ადამიანის წარდგენა პრემიერ-მინისტრად

ვითარებას ძალიან დაამძიმებს და გაართულებს. ჩვენ გვჭირდება პრემიერ – მინისტრად ადამიანი, ვინც ოპოზიციასთან დაჯდება, დაილაპარაკებს და კომპრომისს მივაღწევთ. ღარიბაშვილის რიტორიკიდან გამომდინარე რთულად წარმომიდგენია, რომ შეძლებს ოპოზიციასთან დალაპარაკებას და მოლაპარაკების გზით ვითარების განმუხტვას”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი თემები