პარლამენტთან დაკავებული „ლელოს“ წევრები გაათავისუფლეს

საკანონმდებლო ორგანოს წინ დაკავებული პარტია „ლელოს“ წევრები თავისუფლები არიან. ხუთივე დაკავებულმა პოლიციის შენობა დატოვა.

როგორც “ლელოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი საბა ბუაძე აცხადებს, მისი დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ისინი პროტესტს გამოხატავდნენ, სხვა სამართალდარღვევა მათ არ ჩაუდენიათ.

“დაგვაკავეს იმიტომ, რომ ეშინიათ.  სიმართლე ძალიან ბასრად ხვდება ამ სისტემას და არაფრის გამო არ დაგვაკავეს ფაქტობრივად. ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ შევეგუებით…. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად”, – განაცხადა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.

მსგავსი თემები