“მთავარი პარტნიორების მოწოდებები ნიშნავს ერთ რამეს – ჩვენმა ოპონენტებმა მიიღონ მანდატი და შევიდნენ პარლამენტში” – შალვა პაპუაშვილი

  •  

“ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ EPP-სა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსაკუთრებული ბმაა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორების განცხადებები ნიშნავს მოწოდებას იმისკენ, რომ ოპოზიცია პრალამენტში შევიდეს. 

“რაც შეეხება, EPP-ს გამოხმაურებას, ის არის ალბათ ერთადერთი ასეთი სახის გამოხმაურება. აღსანიშნავია, რომ EPP-სა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსაკუთრებული ბმაა, იცით, რომ “ნაცმოძრაობა” არის მათი წევრი. მთავარი პარტნიორების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მეგობრული, მათ უნდათ, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია და ყველას მოუწოდებენ სიდინჯისკენ. ეს მოწოდებები ნიშნავს ერთ რამეს – ყველა მოუწოდებს ჩვენს ოპონენტებს მიიღონ მანდატი, შევიდნენ პარლამენტში, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესში და თუკი რამე არ მოსწონთ სისტემაში და ა.შ. ყველა ეს საკითხი წყდება ერთადერთ ორგანოში და მას ჰქვია პარლამენტი,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს კონგრესმენმა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლმა, “ევროპის სახალხო პარტიამ”, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გაავრცელეს. ​

მსგავსი თემები