“თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – ცესკო

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.

„თამარ ჟვანია არ გადამდგარა. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს ცესკოში.

ცნობისთვის, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რასაც ოპოზიცია აყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და თამარ ჟვანიას გადადგომაა, რადგან მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

მსგავსი თემები