“მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს” – გია ბარამიძე

  •  

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს,  ნიკა მელიას თანაპარტიელები „დაჟინებულ რეკომენდაციას აძლევენ იმაზე, რომ ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს”.

„თვითონ ნიკა მელიამ თქვა, რომ არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ჩვენც ვთვლით, რომ ვერ დაიჭერენ და ასეც მოხდა ადამიანების ერთობლივი მშვიდობიანი და არაძალოდობრივი ძალისხმევით.

რაც შეეხება ნიკას ქალაქში სიარულს, სანამ მეტნაკლებად არ გაირკვევა ვითარება, მე პირადად, ჩვენი გუნდის წევრები, ძალიან დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ჩვენ გვაქვს საქმე „გავრილოვების რეჟიმთან“, რომელსაც ახლა ჰგონია, რომ ნიკა მელიას დაჭერით ცოტა მოსულიერდებიან მას შემდეგ რაც, ფაქტობრივად, გარდაიცვალნენ. გამოჩნდა, როგორ დალპა ეს რეჟიმი გახარიას გადადგომის შემდეგ მორალურად და პოლიტიკურად. ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, ამიტომ, მეც და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი მას დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ, ოფისიდან ჯერჯერობით ფეხი არ მოიცვალოს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი თემები