კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს

  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,37 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2.7. საქართველოში დღეს კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.