სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება დიპლომატებთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა.

„დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.  

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყველა ფორმის დიალოგისთვის მზადაა.

“ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია” – აცხადებს პრეზიდენტი.  

მსგავსი თემები