“შეხვედრას ვითხოვთ რეჟიმის წარმომადგენლებთან… ეს ნაბიჯი დასაფასებელია” – მელია გახარიას გადადგომაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილების მიღებით დიდი არეულობა და და სისხლისღვრა თავიდან აიცილა.   

„ბატონმა გახარიამ მეორეჯერ არ გადადგა ნაბიჯი, მეორეჯერ სისხლის ღვრისკენ, რომლისკენაც, ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, საკმაოდ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცოდვაც აქვს. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ისაა, რომ პრაქტიკულად მან აღიარა, აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ მედიასთან.

მისივე თქმით, ახლა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ესაა სწრაფი მოქმედება.

„საქმეს ახლა უშველის სწრაფი მოქმედება – სასწრაფოდ საერთო ოპოზიციური მოძრაობა შეხვედრას ვითხოვთ, ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით – ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები