“ჩვენს საზოგადოებასაც დიდი ხანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს” – ირაკლი ოქრუაშვილი

ნიკა მელიას არ გავატანთ, შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საქმე მარტივად არ დამთავრდება.

„ბოლო მოვლენებს თვალს თუ მივადევნებთ, აშკარად ნერვებმა უმტყუნათ, აშკარად ვეღარ მალავენ იმ გადაწყვეტილებას, რის მიღებასაც აპირებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ასე ადვილად არ დამთავრდება. ჩვენს საზოგადოებასაც დიდი ხანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, ამას უბრალოდ დრო და გაფორმება სჭირდება.

ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით, შესაბამისად დავხვდებით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები