„ყოველდღიურად, 20 000 ტურისტს ვკარგავთ“ – შალვა ალავერდაშვილი

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყოველდღიურად 20 000 ტურისტს კარგავს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ზამთრის კურორტები არ უნდა გახსნილიყო.  

„მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო. თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო სექტორს არ აფრთხილებ და შემდეგ აყენებ ფაქტის წინაშე. დღესდღეობით დღეში 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ“,-განცხადა შალვა ალავერდაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა დღეს 7 პუნქტიანი მოთხოვნა გააჟღერეს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

მსგავსი თემები