19 წლის ბიჭი დაუდგენელი ნივთირებით ინტოქსიკაციის შედეგად, კომაშია

რუსთავში, 19 წლის ბიჭი დაუდგენელი ნივთირებებით ინტოქსიკაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

19 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

მამაკაცი ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

“19 წლის მამაკაცი შემოიყვანეს დაუზუსტებელი კომითა და სუნთქვის უკმარისობით. შემოსვლისას, რა თქმა უნდა, იყო საყურადღებო და პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აცხადებს კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი თეა გელაშვილი.

მსგავსი თემები