სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის იმუნიტეტის შესაძლო შეჩერებას 2 საათი რჩება. 

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას – დააკმაყოფილონ პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელია იმუნიტეტის გარეშე დატოვონ, ამ წუთებში პარლამენტის შენობის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმავალ დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან.

პარლამენტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

მსგავსი თემები