„თავზე რაც იარები მაქვს, დედამ მომაყენა, თავს ვერ ვიპარსავ“ – გარდაცვლილი გოგონას ძმა  

ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თითქმის ყოველ დღეს, გარდაცვლილი არასრულწლოვანი გოგონას ოჯახთან დაკავშირებით ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს, სამართალდამცველებმა, გოგონას ბაბუაც დააკავეს, რომელმაც ძალადობის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონას ძმა კი აცხადებს, რომ მათზე ბაბუა კი არა, დედა ძალადობდა.

„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და ჩემს დებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს, დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.

გარდაცვლილი გოგონას დედა თურქეთიდან რამდენიმე დრეა, დაბრუნდა. როგორც ის აცხადებს, მის შვილზე ბაბუა ფიზიკურად ძალადობდა.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით მასზე განხორციელებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამო დაასრულა. სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული სამართალდაცველებმა რამდენიმე დღის უკან დააკავეს დღეს კი გარდაცვლილი გოგონას ბაბუაც დააკავეს.  

მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი
წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები