“განიკვეთება, მერე ვნახავ და გაყურებინებთ, რას ილაპარაკებს” – ეპისკოპოსი იაკობი პეტრე ცაავაზე

  •  

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ეპისკოპოსის თქმით, სინოდი პეტრე ცაავას განკვეთავს:

“მე გასაგებად ვთქვი, განიკვეთება, მერე ვნახავ და გაყურებინებთ მაგის იმას, რას ილაპარაკებს,”- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) ქმედებებზე იმსჯელებს. სინოდის მიერ გამოქვეყნებულ განჩინებაში წერია, რომ მიტროპოლიტი პეტრე სინანულისათვის მიცემულ ვადას ბოროტად იყენებს და კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 

სინოდმა განაჩინა, რომ  საკითხთან დაკავშირებით შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და შემდეგ სინოდის სხდომას დასკვნას წარუდგენს.

მსგავსი თემები