“ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე ჩვენს კითხვებზე ეპასუხათ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრის დატოვების მიზეზი იყო ის, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ წევრებმა შეხვედრა დაწყებიდან ძალიან მალე დატოვეს.

„ძალიან მალე დავტოვეთ შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ დავსვით კითხვები და პასუხები ვერ მივიღეთ. გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. სინამდვილეში, რასაც გავაკეთებთ, გავაკეთებთ იმას, რომ შევეცდებით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია. თუკი ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, ორივე მხარეს მაქსიმალურად გავემიჯნოთ, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები