ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას გახელაძის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, გუშინ ის ელაპარაკა ადვოკატს და ინფორმაცია მისგან მიიღო, როგორც სამართლებრივ პროცედურებზე, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლო მას ე.წ სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.

საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.  

მსგავსი თემები