„ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს” – ელენე ხოშტარია

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი საპროტესტო გეგმები, რაც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ და „ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უარს ამბობს იმ შანტაჟზე, დაშინებაზე და პოლიტიკურ რეპრესიაზე, რაც „ქართულ ოცნებას” ერთ-ერთ იარაღად დარჩა.

“საუკეთესოდ ნიკამ გამოხატა ოპოზიციის პოზიცია. ახლა შიში დანაშაულია და ასევე, ნიკაც და ოპოზიციაც აბსოლუტურად ცხადად ვამბობთ უარს იმ შანტაჟზე, დაშინებაზე და პოლიტიკურ რეპრესიაზე, რაც დარჩა ერთ-ერთ იარაღად „ქართულ ოცნებას”. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი საპროტესტო გეგმები, რაც საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ და “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ – დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები