„ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს“ – ზურაბ ჯაფარიძე დანებებას არ აპირებს

  •  

ბარი „ჯაფარასთან“ დალუქულია, თუმცა მისი მფლობელი ზურა ჯაფარა დანებებას არ აპირებს და ბარის თვითნებურად გახსნითა და მუშაობით იმუქრება.

როგორც პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერი აცხადებს, მას კომერციულ საქმიანობას უკრძალავენ და ასე გაგრძელება არ შეიძლება.

,,ბარი მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული. როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე, ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს. დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება”, – აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ბარი ,,ჯაფარასთან” 2000 ლარით დააჯარიმა. ჯაფარიძე ამის მიუხედავად გაჩერებას არ აპირებს და აცხადებს, რომ არც ჯარიმას გადაიხდის და არც ბარს გააჩერებს.

მსგავსი თემები