პროკურატურამ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს მიმართა

საკანონმდებლო ორგანო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, ისინიო შეთანხმდნენ, რომ იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ.

გენერალური პროკურორის მოთხოვნის საფუძვლიანობა პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უნდა შეისწავლონ და დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარუდგინონ. ამის შემდეგ კი საკითხი მხარდასაჭერად პარლამენტის სესიაზე დადგება.

მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტი ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს შეუწყვეტს, პროკურატურა კი, კანონმდებლობის შესაბამისად, მას საპატიმრო დაწესებულებაში განამწესებს.    

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა, გუშინ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირონ.

მსგავსი თემები