„Fitch-ის განახლებული მონაცემები შესანიშნავი მაჩვენებელია“ – გიორგი გახარია

„Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“ – ამის შესახებ საქარტელოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, Fitch-ის  განახლებული მონაცემები არის შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს საქართველოს მთავრობის სტრატეგიების სიმტკიცეს.

„@FitchRatings განახლებული მონაცემები – შესანიშნავი მაჩვენებელი, რომელიც ცხადყოფს ჩვენი სტრატეგიების სიმტკიცეს. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს IDR რეიტინგი BB კატეგორიაში და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევამ განამტკიცა ეკონომიკური პოლიტიკის უწყვეტობა, მიუხედავად ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პოლიტიკური დაძაბულობისა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები