თუ „ჯაფარასთან“ მუშაობას გააგრძელებს, მას დახურავენ

ბარი „ჯაფარსთან“ 2 000 ლარით დაჯარიმდა. მისი მფლობელი ზურა ჯაფარა (ჯაფარიძე) სანქციას არაკანონიერს უწოდებს და არც ჯარიმის გადახდას აპირებს და არც საქმიანობის შეწყვეტას. შრომის ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ „ჯაფარასთან“ საერთოდ დაიხურება.  

“შრომის ინსპექცია ახორციელებს მონიტორინგს საქართველის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე. შესაბამისად, აღმაშენებლის 45 ნომერში დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი, რისთვისაც შესაბამისი სანქცია იქნა გამოყენებული. შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას ყველა არანებადართულ საქმიანობაზე, რომელიც გამოვლენილია, შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული. განმეორებით შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ხორციელდება ობიექტის დალუქვა”,-განუცხადა ადგილზე მყოფმა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძემ „ჯაფარასთან“ პროტესტის ნიშნად გახსნა. შრომის ინსპექციამ კი ის, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დარღვევისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი თემები