შრომის ინსპექციამ ბარი „ჯაფარასთან“ 2000 ლარით დააჯარიმა    

  •  

„აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია”, – განუცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ ჟურნალისტებს და ის მიზეზები განმარტა, რატომ შევიდა შრომის ინსპექცია „ჯაფარასთან“.

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელის ზურა ჯაფარიძის განცხადებით კი ის  2000 ლარით დააჯარიმეს.

“ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე, ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით”, -განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ჯარიმას არ გადაიხდის და ამ უკანონო აქტს გაასაჩივრებს.  

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი “ჯაფარასთან” გახსნა. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო, ბარში შრომის ინსპექცია შევიდა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

მსგავსი თემები