დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი აქცია – „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექცია შევიდა

“გირჩი მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი – „ჯაფარასთან“ გახსნა. წუხელ, ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექცია შევიდა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებებს განხორციელება დაიწყო.

შრომის ინსპექციის თანამშრომლების გამოჩენას ჯაფარიძის პროტესტი მოჰყვა.

„რისთვის არიან მოსულები,  გაუგებარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ეს დეპარტამენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, გასაგებია, რომ მათ დავალებული აქვთ, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევს არაადამიანურ შეზღუდვებს, დასაჯონ“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ჯაფარასთან“ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას უკავშირდება.

ბარში, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

მსგავსი თემები