„მადლობა სინოდს, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ რელიგიად აღიარეს“ – იაგო ხვიჩია

„გასაკვირია, რომ ასეთ დროს, საქართველოს საპატრიარქომ ჩვენთვის მოიცალა“ აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია და ქმნიდა სინოდს მადლობას უხდის.    

„სინოდისთვის მადლობაა სათქმელი, რადგან „ბიბლიური თავისუფლება“ ფაქტობრივად რელიგიად აღიარეს, რაც ძალიან გვჭირდებოდა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სამომავლოდ, რომ რამე საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ორგანიზაციას. მეორე მხრივ, ცოტა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთ დროს, როდესაც შიგნით საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბული პროცესები, მათ მოიცალეს „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებისთვის, რეალურად ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთწლიანი მონობის მოხდა არ უნდოდათ, დავეხმარეთ ოჯახებთან ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, არ მგონია სამართლიანი და მე სხვის ქრისტიანობას ვერ შევაფასებ, მაგრამ მე როგორც მესმის ქრისტიანობა, ის არის ქრისტიანულიც“, –  ასე ეხმიანება ხვიჩია წმინდა სინოდის განჩინებას, სადაც საუბარია „გირჩის“ მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდმა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს აუკრძალა წმინდა ზიარება, ნათლობა, ჯვრისწერა და სხვა ყველა საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა.

მსგავსი თემები