„ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი“ – ნათია თურნავა გადადგომაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს მედიის გადასაწყვეტი არ არის.

„რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები