საკარანტინე სასტუმროს ღირებულება 1 750 სტერლინგის გადახდა სავალდებულოა – შოტლანდია წესებს ამკაცრებს

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მკაცრი რეგულაციები შოტლანდიამაც დააწესა. ქვეყანაში ნებისმიერი შემსვლელი ვალდებულია, 1 750 გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს და საკარანტინე სივრცის ღირებულება დაფაროს.    

შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა უნდა: საზღვარზე წარმოადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ვირუსით ინფიცირების ტესტის უარყოფითი პასუხი; გამომგზავრებამდე დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი (კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი (დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის – 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის – 325 გირვანქა სტერლინგი); გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი. კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე. წ. „ლოქდაუნის“ წესები).

მსგავსი თემები