კარანტინის წესების დამრღვევი 10 000 გირვანა სტერლინგით დაჯარიმდება

15 თებერვლიდან, ვინც ინგლისში ჩასვლას გადაწყვეტს, 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, ყველა ვალდებულია ტესტი კიდევ ორჯერ ჩაიტაროს.  

ინგლისში ჩასულმა ყველა პირმა უნდა: გაიაროს 10-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი; დაიცვას ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები (ე.წ. ლოკდაუნის წესები). კარანტინის (თვითიზოლაციის) გავლა შესაძლებელია: საკუთარ საცხოვრებელ ადგილას; მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დარჩენით; სასტუმროში, რომელიც კარანტინის მართვის პროგრამაში მოქცეული არ არის. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის არწარდგენის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 500 გირვანქა სტერლინგით, ხოლო კარანტინის (თვითიზოლაციის) წესის დარღვევის შემთხვევაში პირს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

მსგავსი თემები