„მას აქვს შესაძლებლობა, მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – სამხარაძე მელიაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თავად მელიას გადასაწყვეტია, წავა თუ არ წავა ციხეში.  

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  ცდილობს, საზოგადოება და  საერთაშორისო პარტნიორებს დაარწმუნოს, რომ საქართველოში ოპოზიცია იდევნება.

„მელიას განცხადებაში ნათქვამი იყო, თითქოს „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შესაძლოა ხელს აძლევდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებისა და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა, თუმცა მეორეა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას, სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 000 ლარიანი გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

მსგავსი თემები