სკოლებში ბუფეტები არ გაიხსნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, საჯარო სკოლებში ბუფეტი არ იმუშავებს.

„ჩვენი მაღალი ინტერესია, რომ სკოლა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბუფეტებმაც ფუნქციონირება დაიწყოს და არა მარტო ბუფეტებმა, არამედ ყველა იმ წრეებმა, რომელიც თითოეულ სკოლაში არსებობს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად შესაძლებლობა მივცეთ, ამ სერვისებმაც დაიწყონ, განაახლონ მუშაობა. ორშაბათს სკოლა იხსნება და ჩვენი მიზანია, რომ სკოლები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, იქნება ბუფეტი, თუ სხვა წრეები, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ეტაპობრივად მივცემთ შესაძლებლობას ბუფეტიც გაიხსნას და სხვა დანარჩენი წრეებიც, მაგრამ როდის მოხდება, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ რიცხვს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ეკა დგებუაძის თქმით, ამ შემთხვევაში, საკვების მიწოდება “ლანჩბოქსებით” იქნება შესაძლებელი.  

მსგავსი თემები