ჯანმომ ჩინეთში მუშაობა დაასრულა, ვირუსის გავრცელების გზები ჯერჯერობით ვერ დაადგინეს  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ესპერტებმა ჩინეთში, კერძოდ კი უხანში მუშაობა დაასრულეს და დაბრუნდნენ. როგორც ჯანმოს  დირექტორი ტედროს ადანო აცხადებს, ამ ეტაპისთვის ყველა საკითხი ღიაა.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც ვირუსის წარმოშობას და გავრცელებას იძიებს, ჩინეთში მუშაობა დაასრულა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისთვის. ეს იყო ძალიან რთულ პირობებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო. ექსპერტთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. წამოიჭრა რამდენიმე შეკითხვა, რამდენიმე თეორიაზე თითქოს ითქვა, რომ ისინი აღარ განიხილება. მინდა განვმარტო, რომ ყველა თეორია ღიაა და ითხოვს შესწავლას“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა და მუშაობის პროცესში, ადგილზე პრობლემებსაც წააწყდა. კერძოდ, მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ.

მსგავსი თემები