„მათ აქვთ სრული უფლება, თუ არ მოსწონთ, წავიდნენ“ – საქნახშირი გაფუცულ მაღაროელებზე

“საქნახშირის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ გაფიცულ მაღაროელებზე პირველი შეფასება გააკეთა და ასე მიმართა: „მათ აქვთ სრული უფლება, თუ არ მოსწონთ, წავიდნენ.“

როგორც სოცკი აცხადებს, მათი მოთხოვნები არარეალურია.

„გუშინ ჩავატარე საერთო თათბირი მეოთხე ობიექტთან და ვუკავშირებ დღევანდელ ვითარებას უშუალოდ ამ თათბირს, ამიტომ, ოფიციალურად არანაირი მოთხოვნა, არანაირი შეტყობინება, არანაირი განცხადება ჩვენ არ მიგვიღია. ადამიანები არიან მიწის ქვეშ და დღეს 9 ადამიანი არის უშუალოდ ამწევ მექანიზმზე და უარს ამბობს იქიდან გამოსვლაზე. საკითხი, რომელიც გუშინდელ თათბირზე განიხილებოდა, იყო შეჯამება იანვრის თვეში არსებული გამომუშავების. მეოთხე ობიექტმა შეასრულა გეგმა 77%-ით, მეორე ობიექტმა შეასრულა გეგმა 110%-ით და მეექვე ობიექტმა -108%-ით.

ამ გეგმური მაჩვენებლების მიხედვით იყო განხორციელებული გამომუშავებული ანაზღაურების დარიცხვა. ორმა ობიექტმა, მეორემ და მეექვსემ, მიიღეს გასვლაზე 91 ლარი, გეგმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, მეოთხე ობიექტს დაერიცხა 45 ლარი, ამას დამატებული კომპენსაცია რესურსების მეორეული გამოყენებისთვის, რამაც შეადგინა, დაახლოებით, 48 ლარი გასვლისთვის.

ანალოგიური გეგმა იყო ნოემბერში, ანალოგიური გეგმა იყო დეკემბერში, გეგმა სრულდებოდა და გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც ხდებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ეს ობიექტი გეგმას 110%-ით ასრულებდა, იღებდა ბონუსებს და ხელფასს,“- განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები გაფიცულები არიან და მაღაროდან არ ამოდიან. ისინი ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამუშავეს, თუმცა, თანხას არ უხდიან.

მსგავსი თემები