„მეუფე პეტრესთან დაკავშირებით არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა“ – მეუფე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს საკითხი განხილული არ იქნება. მისვე თქმით, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის.

„ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო, სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება. იმის შემდეგ რაც გააკეთა, ანალოგიური დანაშაულის ტოლფასი არ ჩაუდენია. შესაბამისად, ერთი დანაშაულისთვის ერთხელ ისჯება მხოლოდ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ სინოდში, ეს თეორიულად შესაძლებელია, ოღონდ მან, რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც არ გამოუხატავს.  ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება”, – განაცხადა მეუფემ.

მსგავსი თემები