„თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ“ – მეუფე ნიკოლოზი ვაქცინაციაზე

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი.  ამიტომ, ერთადერთი საღვთისმეტყველო რაც აქ არის, ესაა თავისუფლების შეზღუდვა, რომ ვიღაცას ან დავაძალოთ, თუ არ გაიკეთებ პურს ვერ იყიდი, უცხოეთში ვერ გაემგზავრები და ასე შემდეგ,  არასწორია“ – ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, არ აიცრებოდა, რადგანაც ეს მას არ სჭირდება.   

„ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ. პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე, თუ რაიმე ნუგეშის მომცემი იქნება ვინმესთვის, პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია. მაგრამ,  თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია”,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მსგავსი თემები