წმინდა სინოდი იკრიბება

დღეს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სასულიერო პირები საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან. როგორც მღვდელმთავრები აცხადებენ, წინასწარ არ არის ცნობილი, რა საკითხებს განიხილავს სინოდის სხდომა.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ვკითხულობთ  საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთ-ერთი თემა, რომელსაც სინოდი განიხილავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება. ასევე, სინოდი ოთხ ეპარქიაში მღვდელმთავრების დანიშვნის საკითზხე იმსჯელებს.

მსგავსი თემები