ის სამედიცინო პერსონალი, ვინც ვირუსი გადაიტანა, 3 თვე არ აიცრება

დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 75 000 სამედიცინო პერსონალიდან უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.     

„ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ვერ მოხვდება. პირველ ეტაპზე აიცრება სამედიცინო პერსონალი, ვინც რისკის ჯგუფშია.  უკვე შედგენილია სამედიცინო პერსონალის პერსონალური მონაცემები და მათი გაფილტვრაც მოხდა. სულ 75 00 ადამიანიდან, პირველ პრიორიტეტად დავიდა 14 000-მდე. პროცესი ნებაყოფლობითია და შესაძლოა ზოგიერთმა უარიც თქვა აცრებზე. ამ ეტაპზე, ისინი ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, ვერ მოხვდება ვაქცინაციაში. მათი აცრა მოხდება ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.    

მსგავსი თემები