რუსეთი საქართველოსთან ფრენის აღდგენას უსაფრთხოების გარანტიის შემდეგ ფიქრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებით, რუსეთ საქართველოსთან ავიამიმოსვლას იმ შემთხვევაში გახსნის, თუ უსაფრთხოება დაცული და გარანტირებული იქნება.    

”კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ცნობილი შეზღუდვების გარდა, ისევ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „კრიმინალური და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცალკეული ზომების შესახებ“, წარმოდგენილი 2019 წლის ზაფხულში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ამ განკარგულების გაუქმების პირობები რუსეთის ოფიციალური პირების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენა 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების, ე.წ. გავრილოვის სკანდალის შემდეგ შეწყვიტა. რუსეთმა საქართველოსგან ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა.  

მსგავსი თემები