უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

უკრაინა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყება საჯარო პირებს  აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

„საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ვკითხულობთ.

მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის ელჩის განცხადებას პასუხობს და  ფეისბუკის“  „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

მსგავსი თემები