ცხინვალის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო

ოკუპანტების მიერ დატყვევებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, ცხინვალის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მსუბუქი სასჯელი მიიღო.

„ქართული მხარე გახელაძის საქმეს პროპაგანდისა და მიზანმიმართული სიცრუისთვის იყენებს… ეს მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელია ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე“ – განაცხადა ჯიოევმა.  

მან კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართითაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მათ ცალმხრივი მიდგომები გააჩნიათ.

„საერთაშორისო ორგანიზაციები „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას“ გამუდმებით მოუწოდებენ, მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ, თუმცა ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას თავად არ იჩენენ მაშინ, როცა საქმე „სამხრეთ ოსეთის“ ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც 2008 წლიდან არიან დაკარგულები“ – აცხადებს ჯიოევი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულმა ცხინვალმა ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი თემები