მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დავით ნოზაძე იქნება

პრემიერ მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დავით ნოზაძე დანიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორების წარდგენისას.

მსგავსი თემები