24 საათში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსრდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 150, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც: 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 996, აჭარაში – 172, იმერეთში – 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის, თბილისში – 203, აჭარაში – 48, იმერეთში – 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 6, იმერეთში – 17. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მსგავსი თემები