ავტობუსებში არც გათბობა იქნება და არც გაგრილება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთვება.

“პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

საზოგადოებივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს. მეტროც და ავტობუსიც 21:00 საათმდე იმუშავებს.

.

მსგავსი თემები