შაკირას სახლის გაქურდვისთვის ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს 

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე („გოგიტა“) დააკავა, რომელსაც 6 ივნისს, ცნობილი მომღერლის, შაკირასა და მისი მეუღლის, „ბარსელონას“ ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლის ძარცვაში მონაწილეობა ედება ბრალად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “გოგიტა” კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავს.

„იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, „გოგიტას“ ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა “, – წერს გამოცემა Estrella Digital-ი.

შაკირას სახლში მძარცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც მომღერალი გერმანიაში გასტროლებზე იმყოფებოდა. როგორც თავად მომღერალი ამბობდა, ქურდებმა სახლიდან სამკაულები და ძვირფასი ნივთებია გაიტანეს, თუმცა სახლში არაფერი დაუზიანებიათ.

მსგავსი თემები