საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი

  საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614- გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი. ამასთან, 6 თებერვლის … ვრცლად საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი